კალათა
თქვენი კალათა ცარიელია
Skype Me!

მომხმარებლის მენიუ
გამოკითხვა
რამდენად ხშირად სარგებლობთ ჩვენი სერვისით?
 

შემოგვიერთდით!

 










საიტის მოხმარების პირობები
* ინტერნეტ-მაღაზია www.elva.ge -ს საქმიანობის მიზანია დაინტერესებული კერძო და იურიდიული პირებისათვის მათ მიერ აღნიშნული საიტიდან შერჩეული პროდუქციის მიწოდება ანაზღაურების საფუძველზე.
* კერძო ან იურიდიული პირი (შემდგომში "დამკვეთი") ეცნობა ინტერნეტ-მაღაზიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქციის ნუსხას. აღნიშნული ნუსხიდან მისთვის სასურველი პროდუქციის შერჩევისა და აუცილებელი სარეგისტრაციო ბლანკის შევსების შემდეგ დამკვეთი აკეთებს განაცხადს, რომელიც ეგზავნება ინტერნეტ-მაღაზიის მომსახურების განყოფილებას (შემდგომში "შემსრულებელი"). შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დამკვეთს უკავშირდება ინტერნეტ-მაღაზიის მომსახურების განყოფილება და ახდენს დამკვეთისათვის სასურველ დროსა და ადგილზე მის მიერ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას.
* იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ განაცხადში მითითებული რომელიმე პროდუქტი ინტერნეტ-მაღაზიის შესაბამის განყოფილებას არ მოეპოვება, შემსრულებელი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა აცნობოს დამკვეთს ამის შესახებ, რის შემდეგაც განაცხადი აღნიშნულ პროდუქტზე ავტომატურად ითვლება ანულირებულად.
* დამკვეთის მიერ მისთვის მიწოდებულ პროდუქტზე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვეთს უფლება აქვს პროდუქტის გადაცემის მომენტში დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მოახდინოს წუნდებული პროდუქტის შეკეთება ან შეცვალოს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი არ არის ვალდებული შეცვალოს ან შეაკეთოს დამკვეთის მიერ წუნდებულად მიჩნეული პროდუქტი.
* ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
* თბილისის ფარგლებში მიწოდება არის უფასო და დამკვეთი იხდის მხოლოდ მიეს მიერ შერჩეული პროდუქტის ღირებულებას.
* 5 ლარზე ნაკლები ღირებულების წიგნებს ემატება მომსახურების 2 ლარი.
* ინტერნეტ-მაღაზია www.elva.ge -ს სარეგისტრაციო ბლანკის შევსება ადასტურებს, რომ მომხმარებელი (დამკვეთი) გაეცნო აღნიშნული ინტერნეტ-მაღაზიის (საიტის) მოხმარების წესებს და ეთანხმება "საიტის მოხმარების პირობებში" დაფიქსირებულ უკლებლივ ყველა პირობას.



კონფიდენციალობა და პირადი ინფორმაციის დაცვა


დამკვეთის მიერ შეკვეთის შესრულების პროცესში შემსრულებლისთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მესამე პირებს არ გადაეცემათ, აგრეთვე, არ გამოიყენება ელექტრონული სპამებისა და საფოსტო გზავნილებისათვის.
ბეჭდვა

Profile Information

Application afterLoad: 0.000 seconds, 0.40 MB
Application afterInitialise: 0.057 seconds, 3.65 MB
Application afterRoute: 0.070 seconds, 4.39 MB
Application afterDispatch: 0.130 seconds, 7.93 MB
Application afterRender: 0.221 seconds, 10.15 MB

Memory Usage

10750704

13 queries logged